შოთაძე სვიმეონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:10, 21 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შოთაძე სვიმეონ − (მე-16 ს. I ნახევარი), პოეტი, სასულიერო პირი, ათაბაგ ყვარყვარე III-ის (1516-1535) თანამედროვე. სადგერის წმინდა გიორგის ეკლესიის დეკანოზი. მას ეკუთვნის 16-მარცვლიანი შაირით დაწერილი, წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი 25-სტროფიანი ოდა, რომელიც აღმოაჩინეს ილია აბულაძემ და ქრ. შარაშიძემ. მათი ვარაუდით, შოთაძის გვარი შოთა რუსთველიდან უნდა მომდინარეობდეს.