შოთაძე სვიმეონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შოთაძე სვიმეონ (სვიმეონ დეკანოზი) (XVI ს.) — პოეტი. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ არ მოიძევება. ცნობილია, რომ შოთაძეები ყოფილან წმიდა გიორგის ჯვარის მსახურნი. სვიმეონ დეკანოზსაც ამაგი დაუდევს წმიდა გიორგის ხატისთვის, რომელიც ყორანთიდან სოფელ სადგერში გადმოუსვენებიათ. მას განუახლებია და მოუჭედავს ხატი და ქებაც შეუსხამს წმიდა გიორგისთვის. ქება 25 სტროფისგან შედგება და დაწერილია თექვსმეტმარცვლოვანი შაირით. ავტორი არა მხოლოდ ჰბაძავს რუსთაველს, არამედ თავიც მოსწონს შოთაძეობით. ზოგიერთ მკვლევარის შეხედულებით, პოეტი თავს შოთა რუსთაველის შთამომავლად მიიჩნევდა.
ტექსტი და ლიტერატურა
- И. В. Абуладзе, Х. Г. Шарашидзе, К вопросу об имени и родине Руставели, Сообщения АН Гр. CCP, T. II, N 7, 1941. გვ. 258.