ქება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქება – საპოეზიო ტერმინი, აღნიშნავდა ლექსად (წყობილ სიტყვად) თქმულ შესხმას. ჩვენამდე შემონახულია „ქებაჲ საბაჲსი და საბაწმიდისაჲ“ - თარგმნილი VIII-IX სს. მოღვაწის ბასილ საბაწმიდელის მიერ. პ. ინგოროყვა გრიგოლ ხანძთელის პოეტურ მემკვიდრეობაში დიდ ადგილს ანიჭებს ნაწარმოებს „ქებაჲ კლარჯეთის უდაბნოთაჲ“, რომელიც, გიორგი მერჩულეს ცნობით, ხანძთელს უთქვამს დიმიტრი აფხაზთა მეფის კარზე. მკვლევარი ამ ძეგლს ძველი ქართული პოეზიის შედევრად მიიჩნევს. ამავე რიგისაა ცნობილი „ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“, რომლის ავტორად კ. კეკელიძე იოანე-ზოსიმეს ასახელებს. პ. ინგოროყვას აზრით, სრული სახით ძეგლი ორი ნაწილისგან შედგება: „ქებაჲ ქართველთაჲ“ და „ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“, ხოლო იოანე-ზოსიმე ძეგლის მხოლოდ გადამწერია და არა ავტორი. ავტორად მკვლევარი ვარაუდობს გიორგი მერჩულეს სალიტერატურო სკოლიდან გამოსულ პიროვნებას.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები