ბასილი საბაწმიდელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბასილი საბაწმიდელი – (პ. ინგოროყვას ვარაუდით — V–VIII სს.), ჰიმნოგრაფი. მოღვაწეობდა საბაწმიდაში. გამოვლენილია მისი ერთადერთი საგალობელი — „დასდებელი საბა განწმედილისაჲ,“, რომელსაც X ს. კრებულში მიწერილი აქვს: „ძველნი ქართულნი“. საგალობელი დაწერილია უძველესი სალექსო ფორმით — „წყობილი სიტყვა რიცხვედით“ და განადიდებს საბა განწმედილის ღვაწლს.
ტექსტი და ლიტერატურა
- პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, III, თბ., 1965, გვ. 424-425, 193-194.