ჩარქსელიანი ტარიელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:01, 21 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩარქსელიანი ტარიელ − (1932 - 2000), პოეტი. დაიბადა სოფელ მურყმელში (მესტია). გამოქვეყნებული აქვს ლექსთა კრებული „მე და ენგური”.
- * * *
- სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს,
- მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი,
- მტერიცა გყავდეს, მოყვარეც გყავდეს,
- მაგრამ არც ერთთან სჭამო სირცხვილი!
- სიცოცხლე უნდა სიმღერას ჰგავდეს,
- სანამდის გული შეწყვეტდეს ფეთქვას,
- და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდი
- მაინც უნდა თქვა, რაც უნდა გეთქვა!
- სიცოცხლე უნდა მადლობა იყოს,
- ღვთისადმი შენგან კრძალვით მიძღვნილი,
- ისე ლამაზად უნდა იცხოვრო,
- მზის ჩასვლას უნდა ჰგავდეს სიკვდილი!
- არწივი მუდამ სიმაღლეს ეძებს,
- ამაყი კაციც სიმაღლით ფასობს.
- ჭკვიანი ცხენი არ ირტყამს დეზებს,
- მათრახს ის ირტყამს, ვინც არაკაცობს!