ჭელიძე ამბაკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:33, 28 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამბაკო ჭელიძე

ჭელიძე ამბაკო − (1878 − 1940), ქართველი მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

დაიბადა სოფელ ბაჯში (ამბროლაური). 1895 წლიდან მუშაობდა გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში. ირანში მონაწილეობდა ირან-საბჭოთა კავშირის ბანკის დაარსებაში (1923-29 წლებში). 1927 წელს იმოგზაურა ფერეიდანში. ერთერთმა პირველმა აღადგინა კავშირი ფერეიდნელ ქართველებთან; სწავლობდა მათ ენას, ისტორიას, ყოფას. ამბაკო ჭელიძემ აღადგინა სპარსულიდან ქართულად თარგმნის ტრადიცია. მისი თარგმანები გაერთიანებულია კრებულებში: „სპარსელი ლირიკოსები“ (1935), „ირანელი ლირიკოსები“ (1936), „მოლა ნასრედინის ანეკდოტები“ (1940), ომარ ხაიამის „რობაიათი“ (1946). თარგმნა პოემები „ლეილი და მაჯნუნი“, „ხოსროვი და შირინი“ (1964), „საიდუმლოებათა სალარო“; საადის „გოლესთანი“ (1948), „ბუსთანი“ (1955). ავტორია წიგნებისა „ფერეიდნელი ქართველები“ (1935) და „ექვსი წელი სპარსეთში“ (1964).


დაყიყი, რობაი
თარგმნა ამბაკო ჭელიძემ
მოთმენით იყავ, თვით გარგებსო ეგ მოთმინება,
მაგ მოთმინებით სხვა სიცოცხლე შეგეძინება.
ჩემი სიცოცხლე გავატარე ამ მოთმინებით,
მაშ, სხვა სიცოცხლე ამის შემდეგ როდის იქნება?


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები