ჯალაღონია ზაალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:04, 2 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაალ ჯალაღონია

ჯალაღონია ზაალ − (1981), პოეტი და მთრგმნელი. დაიბადა სოფელი კირცხში (ჩხოროწყუ). 2002 წელს დაამთავრა თსუ-ს ზუგდიდის ფილიალი და სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, უახლესი ლიტერატურის ფაკულტეტზე. ზაალ ჯალაღონია არის ორი პოეტური კრებულის ავტორი (მათ შორის − „დაბადებული ემბრიონები”). გამოცემული აქვს ლიტერატურული ნაშრომი ოთარ ჭილაძის „გოდორთან” დაკავშირებით. თარგმნილი აქვს ინგლისური პოეზიის არაერთი წარმომადგენლის ლექსი.


* * *
შენს თვალებში იჭექებს,
მოულოდნელად იწვიმებს კიდეც.
მე კი შეშინებული, შენი წამწამების
ცას შევეფარები, ელვაში შევირბენ.
ტანში ვიგრძნობ ჩხვლეტას,
ლერწამივით გადავხრი შენკენ ღამეს.
იქიდან, საიდანაც ფეხის ხმა ძლიერდება,
ნაყოფი მწიფს,
და აკვანივით ირწევა გზა,
სიტყვის მდინარე ფართოვდება,
სიტყვის მდინარე ფართოვდება,
სიტყვის მდინარე ფართოვდება
და თმას უვარცხნის ღრუბლებს.
ჩემი ნათლის გულიდან
ამოვისვრი აღტაცებას,
მაღლა დავკიდებ
ფრთაგაშლილი ორბივით.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები