ჯაფარაშვილი ლალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:39, 3 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯაფარაშვილი ლალი − (1943), პოეტი. დაიბადა ხაშურში, იქვე დაამთავრა 1-ლი საშუალო სკოლა, შემდეგ კი - სპი. 1982 წლიდან მუშაობს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიტერატურულ სტუდიაში. მისი პირველი ლექსები, 1968 წელს, ჟურნალ „ცისკარში” დაიბეჭდა. 1979 წელს მისი პირველი ლირიკული ლექსების წიგნი „მზეკარა” გამოვიდა. 1986 წელს კი − ლირიკული ლექსების მეორე წიგნი „აპრილის ცრემლი”. 1985 წელს დაიბეჭდა მისი საბავშვო ლექსების პირველი კრებული „ქარი და ციყვები”, შემდეგ − „ყველა ფურცელი საჩუქარია” (2000) და „ყველაფერი თავდაყირა” (2007).
- ენძელა
- ჯერ გაზაფხულს ცხრა ომი
- ჰქონდა გადასატანი,
- ვიდრე უკანასკნელად
- იტირებდა ზამთარი.
- ვიდრე მოირთვებოდა
- კორდ ია-იებით,
- ვიდრე მოცურდებოდნენ
- ვარდისფერი მთიები.
- ვიხილავდით მინდორ-ველს
- ვიდრე ზურმუხფერადა,
- ჯერ სად იყო, ჯერ ისევ
- თებერვალი ბერავდა
- და მიმცხრალი მზის სხივი
- არ ჰყოფნიდა სიცილად,
- როცა თოვლქვეშ ეძელამ,
- როგორც კვერცხში წიწილამ,
- იბორგა და იწვალა,
- ნაჟური სვა მუჭითა,
- თოვლის სქელი ნაჭუჭის
- გამოტეხვა უჭირდა.
- მაგრამ ძლიერ იმარჯვა,
- უნდა ითქვას მართალი,
- და თებერვლის ერთ დილას
- გამოტეხა ზამთარი.