ინერტული აირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:45, 3 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ინერტული აირი – აირი, რომელიც სხვა ნივთიერებებთან რეაქციაში შედის მხოლოდ უჩვეულო პირობებში, როგორებიცაა: მაღალი ტემპერატურა, წნევა და მსგავსი გარე ფიზიკური ძალები. წესების მიხედვით, ინერტული აირი არ ამჟღავნებს არც ფიზიკური მდგომარეობისთვის და არც ჯანმრთელობისთვის საშიშ თვისებებს (გარდა მარტივი მხუთავი მოქმედებისა) ან საფრთხის შემცველ თვისებებს, განსხვავებით დაჭირხნული აირებისგან. ყველაზე გავრცელებული ინერტული აირებია: არგონი, ჰელიუმი, კრიპტონი, ნეონი, აზოტი და ქსენონი.