ანსამბლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანსამბლი - (ფრ. ensemble - ერთად)

  1. სათეატრო ხელოვნებაში — მსახიობთა მწყობრი და შეთანხმებული თამაში, რომელიც საჭიროა სცენური ნაწარმოების ჩანაფიქრის გასახსნელად, სპექტაკლის სტილური ერთიანობის განსახორციელებლად.
  2. მუსიკაში — რამდენიმე შემსრულების მიერ მუსიკალური ნაწარმოების ერთობლივი შესრულემა. იგი შეიძლება იყოს კამერული, საოპერო, საოპერეტო. გვხვდება აგრეთვე ორატორიებსა და კანტატებში. გავრცელებული ანსამბლებია: დუეტი, ტრიო ან ტერცეტი, კვარტეტი, კვინტეტი, სექსტეტი, სეპტეტი, ოქტეტი, ნონეტი და სხვ.
  3. არქიტექტურაში — არქიტექტურული შენობების, საინჟინრო ნაგებობების სივრცითი კომპოზიციის ჰარმონიული ერთიანობა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები