ბარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:52, 16 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბარი
- ბარი − ლითონის დიდი ნიჩაბი მიწის სამუშაოების შესასრულებლად. შედგება რკინის ნიჩბისა და ხის (ლითონის) სახელურისგან, რომელსაც ბოლოზე აქვს ტაბიკურა;
- ბარი − პატარა რესტორანი ან ნაწილი რესტორნისა, სადაც სტუმრებს დახლთან უმასპინძლდებიან;
- ბარი − ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი პატარა კარადა;
- ბარი − მთათაშუა დადაბლებული ადგილი, მოიცავს ვაკე-დაბლობსა და მიმდებარე მთისწინეთს;
- ბარი − წნევის სისტემის გარეშე ერთეული, რომელიც 105 ნ/მ2-ის ტოლია. ეკვივალენტურია 750,08 მმ სიმაღლისა და 0°C ტემპერატურის მქონე ვერცხლისწყლის სვეტის წნევისა.