ბერსო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:25, 17 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ბერსო − (ფრანგ. bercer ნანაობა, ქანაობა), კამაროვანი ხეივანი ხის ან ლითონის ნახევარწრიული კარკასით, რომელზეც გაშვებულია მცენარეთა (ცაცხვი, რცხილა, სურო და სხვ.) ვარჯი. ზრდის შედეგად ეს ვარჯი ქმნის უწყვეტ მწვანე გვირაბს. ბერსო ჩამოჰგავს პერგოლას, მაგრამ უფრო მასიურია, გრძელია და აქვს მჭიდრო მწვანე საფარი. ბერსოს ბოლოში ხშირად აგებენ ფანჩატურს. გავრცელებული იყო ბაღებისა და პარკების არქიტექტურულ კომპოზიციებად ჯერ კიდევ ბაროკოს ეპოქაში.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები