ბიეფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:21, 20 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბიეფი −(ფრანგ. biеф) – წყალსატევის, მდინარის ან არხის ნაწილი, რომელიც ეკვრის წყალსატბორ ნაგებობას (კაშხალს, რაბს). განასხვავებენ ზედა და ქვედა ბიეფს. ზედა ბიეფი მდებარეობს წყალაღმა, წყალსატბორი ნაგებობის წინ; ქვედა ბიეფი – წყალდაღმა, წყალსატბორი ნაგებობის შემდეგ. ორი ან რამდენიმე წყალსატბორი ნაგებობით წარმოქმნილ და წყლის სისტემის ან წყალსადინარის წყალგამყოფ უბანზე მდებარე ბიეფს გამყოფ ბიეფს უწოდებენ.