ბრუსტვერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:08, 24 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრუსტვერი – (გერმ. brust მკერდი და wehr დაცვა), საფორტიფიკაციო თავდაცვითი ნაგებობის (სანგრის, ტრანშეის) ნაწილი, რომელიც მცირე მიწაყრილს წარმოადგენს. ბრუსტვერს ქმნიან იმისათვის, რომ მოხერხებულად ისროლონ ხელის იარაღით, თავი დაიფარონ ტყვიისაგან და დაემალონ მოწინააღმდეგეს.