წყლით გათბობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:24, 24 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყლით გათბობა – ყველაზე მეტად გავრცელებული გათბობის სისტემა, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელ, საზოგადოებრივ და სამრეწველო შენობებში და რომელიც სითბოს გამოყოფს ცხელი წყლის მეშვეობით გასათბობ სათავსებში განთავსებული სათბობი მოწყობილობებიდან. წყლით გათბობის სისტემაში შედის: წყალგამაცხელებლები, სათბობი მოწყობილობები (რადიატორები, კონვექტორები, პანელები და მისთ.), მილგაყვანილობები, გაფართოებადი ჭურჭელი გაცხელებისას წყლის გაზრდილი მოცულობის მისაღებად, საცობრეგულირებადი არმატურა. წყლით გათბობა შეიძლება იყოს ბუნებრივი, როცა წყლის ცირკულაცია ხდება სისტემაში წყლის ტემპერატურისა და სიმკვრივის სხვაობით წყალგამაცხელებელსა და გათბობის საყოფაცხოვრებო არმატურას შორის და მექანიკური, როცა წყლის მიმოცვლა ხდება მილგაყვანილობაზე დამონტაჟებული საცირკულაციო ტუმბოს ხარჯზე.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები