ბისკინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:22, 25 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბისკინი - (ფრ. bisquine) ფრანგული 2 ან 3 ანძიანი იალქნიანი საკაბოტაჟო გემი. გამოიყენება ბრეტანის ჩრდილოეთ ნაპირებთან. აქვს მომრგვალებული ფორმის კორპუსი სწორი ფორშტევნით. გროტანძა დახრილია კიჩოსკენ. იალქნები სწორკუთხაა. XX სუუკუნის შუა წლებამდე გამოიყენებოდა თევზის საჭერად ტრალის საშუალებით. წყალწყვა 30–40 ტ, სიგრძე 12,2 მ, სიგანე 3,35 მ, ჩაჯდომა 2,4 მ.