ჰარტმანის გენერატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:08, 27 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰარტმანის გენერატორი – (დანიელი მეცნიერის ი. ჰარტმანის სახელის მიხედვით) – აკუსტიკური რხევების აირჭავლური გამომსხივებელი. შედგება საქშენისაგან, რომლისგანაც ზებგერითი სიჩქარით გამოიტყორცნება აირი და დამრეცი რეზონატორისაგან, რომელიც მოთავსებულია ამ აირის ნაკადში. ნაკადში წარმოიქმნება შემკვრივებისა და გაუხშოების პერიოდული რხევები, რომლებთანაც ურთიერთქმედებით რეზონატორი ასხივებს აკუსტიკურ რხევებს.