გეოდეზიური სამუშაოები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:46, 27 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გეოდეზიური სამუშაოები – ხაზოვანი, კუთხური, მაღლივი გაზომვები და ნახაზების აგება, რომლებიც წარმოადგენს მშენებლობაში საწარმოო პროცესების განუყოფელ ნაწილს და შეიცავს გეოდეზიური დაკვალვის საფუძვლებს მშენებლობისათვის; გეოდეზიური კონტროლი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების გეომეტრიულ სიზუსტის დასადგენად და გეოდეზიური დაკვირვება მშენებარე შენობა-ნაგებობების დეფორმაციებზე.