გეომემბრანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:14, 27 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გეომემბრანა − (ბერძ. gê დედამიწა და ლათ. měmbrāne თხელი კანი, გარსი, აპკი), რულონური მასალა პოლიმერის ან ბიტუმისგან დაბალი წყალშეღწევადობით. გამოიყენება ორთქლ-, ჰიდრო- და აირსაიზოლაციოდ მიწისქვეშა სამშენებლო კონსტრუქციებისათვის, ფილტრაციის საწინააღმდეგო ეკრანების მოსაწყობად და სხვ.