ბუნებრივი ქვის საშენი მასალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:49, 30 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუნებრივი ქვის საშენი მასალები – მასალები სამთო ქანებისაგან, რომლებიც გამოიყენება ქვის წყობის, მოპირკეთების, ბურულის, გზის საფარისათვის და ა.შ. დამუშავების მიხედვით იყოფა შემდეგ სახეებად: ქვიშა და ხრეში, მიღებული ფხვიერი სამთო ქანების გაცრითა და გარეცხვით; ყორე ქვა, მოპოვებული კირქვების, ქვიშაქვების და სხვ. ჯდენადი ქანების დამუშავებით (აფეთქებით); ღორღი, მიღებული სამთო ქანების მსხვრევით; დახერხილი ქვები და ბლოკები მსუბუქი სამთო ქანებისაგან (ტუფი, ნიჟარქვა და სხვ.), მოსაპირკეთებელი ქვები (მარმარილო, გრანიტი, გაბრო და სხვ.), ფილები და ფასონური ნაკეთობები.