ხრახნული დომკრატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:05, 2 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხრახნული დომკრატი − დომკრატი, რომლის უმთავრესი დეტალია სახსრულად დამაგრებული ტვირთსაყრდენი თეფში, რომელსაც სახელური ამოძრავებს. ჰორიზონტალურ სიბრტყეში ტვირთის გადასაადგილებლად იყენებენ ნალოებიან დომკრატს. ხრახნული დომკრატზე ტვირთი გარკვეულ სიმაღლეზე ხრახნის თვითდამუხრუჭებით ჩერდება, რაც მუშაობის პროცესში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ტვირთამწეობა არ აღემატება 20 ტ-ს. ამზადებენ სპეციალური დანიშნულების დომკრატებს, რომელთა ტვირთამწეობა 2 მ-მდე სიმაღლეზე აწევის დროს 100 ტ და მეტია. ხრახნული დომკრატის მქკ 0,3-0,4-ს არ აღემატება.