რგოლური დრენაჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:54, 2 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რგოლური დრენაჟი − რგოლური სადრენაჟე სისტემა, განლაგებული დასაცავი შენობის ან ნაკვეთის კონტურზე. მისი დანიშნულებაა გრუნტის წყლების დონის დაწევა დასაცავი კონტურის შიგნით, რაც უზრუნველყოფს შენობის მიწისქვეშა ნაწილის დაცვას წყალმოდინებისაგან. დრენაჟის ასეთი სისტემა შესაძლებელია მოეწყოს მშენებლობის მიმდინარეობის დროს ან დამთავრების შემდეგაც.