დრენაჟი (ნიადაგის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დრენაჟი − (ფრანგ. drainage საწრეტი, ჩასადენი), ტერიტორიის ზედაპირიდან წყლის მოცილება ბუნებრივი ან ხელოვნური გზით, რომელიც ხორციელდება სადრენაჟო მილების, ჭაბურღილების, არხების, მიწისქვეშა გალერეებისა და სხვა ნაგებობების დახმარებით. საერთო დრენაჟის გამოყენების მიზანია: დავიცვათ შენობის ან ნაგებობის მიწისქვეშა ნაწილები (საძირკველი, სარდაფი) წყლის შეღწევისაგან, გზები და მოედნები შევინარჩუნოთ მშრალ მდგომარეობაში, მოვაცილოთ მცენარეების ფესვთა სისტემას ზედმეტი ტენი და სხვ., ხოლო ლოკალური დრენაჟის მოწყობას მიმართავენ იმ შემთხვევაში, როცა საერთო დრენაჟის სისტემა არ იძლევა სასურველ ეფექტს ან ეკონომიკურად გაუმართლებელია. დრენაჟის მოსაწყობად პირველ რიგში მუშავდება სადრენაჟე სისტემის პროექტი, რითაც განისაზღვრება დრენაჟის სახეობა (ზედაპირული თუ სიღრმითი), არხების განლაგება, სიღრმე, ქანობი, მაკომპლექტებელი მასალები და დეტალები და შემდეგ ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები. დრენაჟი შეიძლება იყოს: ასპირაციული, განივი, გრძივი, დახურული, დონის დასაწევი, ელექტრული, ვერტიკალური, ზედაპირული, კიუვეტქვეშა, კედლისპირა, კომბინირებული, ლენტური, ლოკალური, მილოვანი, რგოლური, საავიაციო, საერთო, სათავო, სამშენებლო, სარქველური, სიფონური, სიღრმითი, ფენოვანი, შვეული, წერტილოვანი, ხაზოვანი, ჰიდროტექნიკური, ჰორიზონტალური და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები