წერტილოვანი დრენაჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წერტილოვანი დრენაჟი − წვიმისა და მდნარი წყლის შესაგროვებელი ლოკალური დრენაჟის მოწყობილობა, რომელიც ყენდება წყალშემკრების, სარწყავი ონკანებისა და მისთ. ქვეშ, სადაც ხდება წყლის ლოკალური შეგროვება. წერტილოვანი დრენაჟი ხშირად ერთვება ხაზოანი სადრენაჟო სისტემის იმ ადგილებში, სადაც საჭიროა სწრაფი და ეფექტური ზედაპირული წყალარინება (ტერასები, მოედნები, შესასვლელები შენობების წინ და სხვ.). დრენაჟის მოსაწყობად გამოიყენება: წყალშემკრები, ჩასაშვები წყალსარინი, წყალსაფარი და სხვ. ნაკეთობები.