ჰიდროტექნიკური დრენაჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიდროტექნიკური დრენაჟი − სადრენაჟე სისტემა, მოწყობილი ჰიდროტექნიკური ნაგებობის ქვედა ნაწილში. მიწის კაშხლებზე დრენაჟებს აწყობენ: პრიზმის სახით ქვედა ფერდობზე, ლეიბის სახით კაშხლის შიგნით და ლენტური ან მილოვანი სახით საფუძველთან; კლდოვან ფუძეზე აგებულ ბეტონის კაშხლებში დრენაჟი წარმოადგენს შვეული დრენების სისტემას, რომლებიდანაც წყალი ჩაედინება გრძივ გალერეებში, საიდანაც წყალი გაედინება ქვედა ბიეფში; არაკლდოვან ფუძეზე აგებულ ბეტონის კაშხლებში გამოიყენება დრენაჟი შექცეული ფილტრებით.