ბემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:35, 24 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბემა − (ბერძ. bēma ნაბიჯი, შემაღლებული ადგილი),
- ძველ საბერძნეთში ამაღლებული ადგილი ორატორებისათვის;
- ადრექრისტიანულ ტაძარში ამაღლებული ადგილი სასულიერო პირებისათვის;
- რომაულ ტაძრებში განსაკუთრებული ამაღლებული წმინდა ადგილი ეპისკოპოსისათვის;
- ქრისტიანულ ტაძარში ნახევარსვეტებით გამოყოფილი და კანკელით შემოსაზღვრული აფსიდის წინა სივრცე, რომელიც გვირგვინდება თაღით. საკურთხეველთან ერთად ამაღლებულია 1, 2 ან 3 საფეხურით. ექსტერიერში მას საკუთარი ორქანობიანი სახურავი აქვს.