ვულგატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:46, 20 მარტი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვულგატა - (ეტიმ. ლათ. vulgata ხალხური, გავრცელებული). ბიბლიის ლათინური თარგმანი, რომელიც 383-406 წლებში, პაპ დამასუს I-ის დავალებით, წმიდა იერონიმემ შეასრულა. მრავალი საუკუნის მანძილზე, – ვატიკანის II კრების მიერ გატარებულ ლიტურგიულ რეფორმამამდე, ვულგატა ლათინური ეკლესიის ოფიციალური ტექსტი იყო, შემდეგ ტექსტი გადაიხედა და ნეოვულგატის სახელით გამოიცა.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“.