კომპოზიტი არალითონური მატრიცით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:33, 4 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კომპოზიტი არალითონური მატრიცით – კომპოზიტური მასალა, შედგენილი არალითონური მატრიცით განმტკიცებული მაღალი სიმტკიცისა და სიხისტის (ორგანული, ნახშირბადოვანი და კერამიკული) მინის, ნახშირბადის, ბორის, ორგანული, ძაფისებრი კრისტალების (ოქსიდების, კარბიდების, ბორიდების, ნიტრიდების და სხვ.) საფუძველზე მიღებული ბოჭკოებით. პოლიმერული მატრიცებიდან ყველაზე მეტადაა გავრცელებული ეპოქსიდური, ფენოლფორმალდეჰიდური და პოლიამიდური. კოქსური ან პირონახშირბადული ნახშირის მატრიცა მიიღება პიროლიზს დაქვემდებარებული სინთეზური პოლიმერებისაგან.