სარქველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:19, 4 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარქველი
- თავსახური, სახურავი, ხუფი.
- დეტალი ან მოწყობილობა გაზის, ორთქლის ან სითხის ხარჯის სამართავად მანქანებში ან მილსადენებში, რომელიც მიიღწევა გამტარის განივკვეთის შემცირებით. მანქანებში (ტუმბო, კომპრესორი, შიგაწვის ძრავა, ჰაერსაბერი და სხვ.) და მილსადენებში წარმოადგენს ნივთიერების ხარჯვის განაწილების მექანიზმს ან მართვის მექანიზმის ნაწილს. აქვს კორპუსი და ჩამკეტი, რომელიც გადაადგილდება კორპუსში და ცვლის გამტარი განივკვეთის ფართობს, და, შესაბამისად, გამტანუნარიანობას. სარქველის დანიშნულებაა შექმნას წნევათა სხვაობა, არ დაუშვას სითხის უკუდინება, მოახდინოს გაზის, ორთქლის, სითხის ნაწილობრივი გაშვება წნევის აწევისას დადგენილზე ზევით, დაარეგულიროს წნევა ან ხარჯი, შეამციროს წნევა ან დაიჭიროს იგი მუდმივ დონეზე. ამას გარდა სარქველი გამოიყენება, როგორც ჩამკეტი არმატურა მილსადენების, ტექნოლოგიური აპარატების, თბოენერგეტიკული დანადგარებისა და სხვ. ჰერმეტული გათიშვებისთვის;
- რაბსა და ტიხარში, აგრეთვე, ჭაურის პირზე მოწყობილი ადამიანების სასვლელი, რომელიც დროებით იხსნება ადამიანების გავლისას;