თელოვნის წმინდა ნინოს ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:18, 13 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თელოვნის წმინდა ნინოს ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ თელოვანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდლურია ხანით.
ეკლესია დარბაზულია (9,83X5785 მ), ნაგებია აგურითა და ქვიშაქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა, აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. ერთი ასეთივე ნიში ჩრდილო კედელშია; დარბაზის სამხრეთ, ჩრდიოეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია; გრძივ კედლებზე პილასტრებია. ეკლესიას აგურის ოთხ საფეხურიანი ლავგარდანი აქვს.