რკინისებრი არყის ხე − ჩვეულებრივი არყის ხის ნაირსახეობა. მისი მერქანი ხასიათდება მაღალი მექანიკური თვისებებით. ხარობს შორეულ აღმოსავლეთსა და კარელიაში. გამოიყენება ავეჯის, შპონისა და აღალის წარმოებაში. წარმატებით ცვლის მუხის, იფნის, კოპიტისა და ბზის მერქანს.