არგილითი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:20, 29 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არგილითი − (ბერძ. árgillos თიხა, თეთრი თიხა), დანალექი ქანი, ქიმიური და მინერალოგიური შემადგენლობით არ განსხვავდება თიხისგან, თუმცა თიხაზე უფრო მაგარია და არ იხსნება წყალში. გამოიყენება შემვსებად მსუბუქ ბეტონებში.