ლაბრადორიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:55, 29 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლაბრადორიტი − (ინგლ. labradorite < კანადის ნახევარკუნძულ ლაბრადორის სახელის მიხედვით), გაბროს ჯგუფის მაგმური ქანი. მეტწილად მსხვილმარცვლოვანი შავი ან მუქი ნაცრისფერი ქვა, რომლის მონატეხზე ან გაპრიალებულ ზედაპირზე ლაბრადორიტის კრისტალები მოცისფრო-მომწვანოდ ბზინავს. გამოიყენება შენობების, ძეგლების, ობელისკებისა და ა.შ. მოსაპირკეთებლად.