ადიტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:43, 15 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ადიტონი – (ძვ. ბერძნული. ἄδυτον), ბერძნული ტაძრის კელას უკან სიღრმეში მოთავსებული ადგილი, სადაც მხოლოდ კულტის მსახურთ შეეძლოთ შესვლა და ისიც განსაზღვრულ დროს. ადიტონში იდგა ბერძნული ღვთაების ქანდაკება.