მარკაზიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 18 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მარკაზიტი − (ლათ. marcasita < სპარს. marqašīṯa სილიციუმი, კაჟბადი), სხივიანი ალმადანი. მინერალი, რომელიც ძირითადად შედგება რკინის სულფიდისა და მცირე რაოდენობის მინარევებისაგან (დარიშხანი, სტიბიუმი, კობალტი, თალიუმი, ბისმუტი, სპილენძი). ქიმიური ფორ-მულა – FeS2. სიმკვრივე – 4850-4900 კგ/მ3. აქვს მოყვითალო ფერი და ლითონური ელვარება. გამოიყენება გოგირდმჟავას მისაღებად. ძალიან ჩამოგავს პირიტს, თუმცა მისგან განსხვავდება კრისტალური აღნაგობითა და ნაკლები სიმაგრით.