მკვნეტარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:21, 19 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მკვნეტარა – ხელის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება მცირე დიამეტრის მავთულის, სადენის, კაბელის შემადგენელი ძარღვების, ლითონის თხელი ფურცლის ნაწილების, პლასტმასის, პლასტიკატების და მისთ. გადასაჭრელად. მუშაობის შესამსუბუქებლად გადასაჭრელი მავთული უმჯობესია მოვათავსოთ სახსართან ახლოს (მუშაობს ბერკეტის პრინციპი). უსაფრთხოების მიზნით მკვნეტარას სახელურები შემოსილია ელექტროსაიზოლაციო მასალით.