მოპირკეთება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 23 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მოპირკეთება – საფარველი შრე ბუნებრივი ან ხელოვნური მასალებისაგან, რომელიც შენობის ზედაპირს იცავს მექანიკური და ატმოსფერული ზეგავლენისაგან და ემსახურება არქიტექტურული გაფორმების მიზნებს. მოპირკეთება შეიძლება იყოს გარე და შიგა. მასალის მიხედვით ცნობილია მოპირკეთების სახეები: აგურის, ბაზალტის, გრანიტის, მარმარილოს, ტუფის, ეკლარის, მოზაიკური და მისთ.