მტვერსასრუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:55, 24 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მტვერსასრუტი – ჰაერშემწოვი მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა სათავსის დასუფთავება, ავეჯის, ტანსაცმლის, ხალიჩისა და მისთ. გაწმენდა. მტვერსასრუტის ძირითადი კვანძებია კოლექტორიანი ელექტროძრავა და ცენტრიდანული ვენტილატორი. დანიშნულების მიხედვით არსებობს მტვერსასრუტი საყოფაცხოვრებო და სამრეწველო; მობილურობის მიხედვით – გადასატანი და სტაციონალური; ჰაერის ნაკადის მიხედვით – წრფივი და ბრუნვითი ნაკადის მქონე.