მუშამბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:33, 24 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მუშამბა – ქსოვილი, რომლის ცალი ან ორივე პირი დაფარულია წყალგაუმტარი ფენით. ეს ფენა მიიღება მცენარეული ზეთის, კონცენტრირებული სინთეზური ლატექსის ან პლასტიფიცირებული პოლივინილქლორიდისგან. საფუძვლად გამოიყენება გლუვი ან ხაოიანი ქსოვილები დუბლირებული პოროლონთან (ან მის გარეშე). მასაა 300-400 გ/მ2 (დანიშნულების მიხედვით).