მუშამბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუშამბაქსოვილი, რომლის ცალი ან ორივე პირი დაფარულია წყალგაუმტარი ფენით. ეს ფენა მიიღება მცენარეული ზეთის, კონცენტრირებული სინთეზური ლატექსის ან პლასტიფიცირებული პოლივინილქლორიდისგან. საფუძვლად გამოიყენება გლუვი ან ხაოიანი ქსოვილები დუბლირებული პოროლონთან (ან მის გარეშე). მასაა 300-400 გ/მ2 (დანიშნულების მიხედვით).

მუშამბა უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა: ელასტიკურობა, მოფარდულობა, წყალმედეგობა და არ უნდა იყოს მწებვარე. გამოიყენება ავეჯის წარმოებაში, პოლიგრაფიულ, სამკერვალო, სამედიცინო მრეწველობაში, საყოფაცხოვრებო მოთხოვნილობების დასაკმაყოფილებლად და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები