მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:53, 25 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი (მოპ) – მშენებლობის პროექტის განუყოფელი ნაწილი, სადაც დეტალურადაა ასახული მშენებლობის განხორციელების პირობები, მათ შორის: სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღე, მშენებლობის ეტაპები და ხანგრძლივობა, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკისა და საშენი მასალებისთვის განკუთვნილი ადგილი, მშენებლობის განხორციელების გრაფიკი მშენებლობის ეტაპების გათვალისწინებით, დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილები, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდები და ღონისძიებები, დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, ამა თუ იმ სამუშაოს განხორციელების ოპტიმალური ვადები და სხვ.