ველოდრომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ველოდრომი (ტრეკი, ციკლოდრომი) (ინგლ. track კვალი, გზა) – ოვალური ფორმის სპეციალური სპორტული ღია ან დახურული ნაგებობა ველორბოლის ჩასატარებლად. ველოდრომს აქვს ხის ან ცემენტის ბილიკი, რომლის ნაპირები მოსახვევებში აფერდებულია (ვირაჟები). ბილიკის ირგვლივ ეწყობა ტრიბუნები მაყურებელთათვის.
