(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ხელოვნური ნაგებობა − პირობითი დასახელება ნაგებობისა, რომელსაც აშენებენ გზების გადაკვეთის ადგილებში ბუნებრივ წინააღმდეგობებზე (მდინარე, ხევი, ხეობა, ხრამი და სხვ.) გადასასვლელად. ხელოვნურ ნაგებობას მიეკუთვნება: ხიდი, ესტაკადა, გზაგამტარი, ვიადუკი, გვირაბი, დიდი დიამეტრის მილი, ღარი და სხვ.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი