გები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფაილი:Gebi.jpg
შუს უჭირავს ხელებით ცა. რამზეს IV-ის სამარხი
გები – (ეგვიპტ.) მიწის ღმერთი, შეუღლებულია ცასთან – ნუთთან, რომელიც მამრული საწყისის განსახიერებაა.
გებს წარმოშობს წყვილი ღმერთი შუ და თეფნუთი. ადრე გები შეტყუპებული იყო ნუთთან, მაგრამ მათ შორის მოხდა უთანხმოება (ნუთი ყლაპავდა თავის ნაშიერთ – ვარსკვლავებს) და შუმ გააშორიშორა ისინი, რომელთა შორის დგას იგი ჰაერის (ატმოსფეროს) სახით.