ნიველირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:35, 31 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიველირი − (ფრანგ. nniveler მოსწორება < niveau დონე), გეოდეზიური ოპტიკური ხელსაწყო, რომლითაც წარმოებს ტერიტორიის ნიველირება (ვერტიკალური გეგმარება), აგრეთვე ხაზებისა და სიბრტყეების საჭირო დახრის კუთხით დაკვალვა. იგი შეუცვლელი ხელსაწყოა მშენებლობაში.

ნიველირი არსებობს ოპტიკური და ლაზერული. ოპტიკური ნიველირი აღჭურვილია გამადიდებელი ლინზებიანი ობიექტივით და გრადუსებად დაყოფილი მბრუნავი ლიმბით. მას ძირითადად იყენებენ გაშლილი ადგილების ნიველირებისთვის. ეს ხელსაწყო შეიძლება იყოს ზუსტი (ტექნიკური) ან მაღალი სიზუსტის. ზუსტი (ტექნიკური) ოპტიკური ნიველირის დასამზერი ჭოგრიტი წარმოადგენს მილს პირდაპირი გამოსახულებით, ხოლო მაღალი სიზუსტის – პირდაპირი და შებრუნებული გამოსახულებით, რაც საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ ანათვლების აღება დიდი სიზუსტით. ლაზერულ ნიველირს აქვს მოწყობილობა, რომლის მეშვეობით ახდენს ლაზერის სხივის დაპროექტებას სიბრტყეზე, რაც საშუალებას გვაძლევს ზომები დავიტანოთ კედლებზე, ჭერზე, იატაკზე როგორც შენობის შიგნით, ისე მის გარეთ. აქვს სხივების ორი ან მეტი მიმართულება (შვეული და ჰორიზონტალური – აუცილებლად).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები