ოლეუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:40, 1 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოლეუმი − (ლათ. oleum ზეთი), აჯასპის ზეთი, მბოლავი გოგირდმჟავა, გოგირდის ანჰიდრიდის ხსნარი უწყლო გოგირდმჟავაში. გამოიყენება ორგანული ნაერთების სულფირებისთვის; საღებავების, სამკურნალო პრეპარატების, კაპროლაქტამის, ფეთქებადი ნივთიერებების წარმოებაში; ნავთობპროდუქტების გასაწმენდად და სხვ.