ანტაბლემენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:10, 2 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანტაბლემანი, ანტაბლემენტი — (ფრანგ. entablement), არქიტექტურული ორდერის ზედა (საზიდი) ნაწილი, რომელიც შედგება არქიტრავის, ფრიზისა და კარნიზისაგან.
ყოველ ცალკეულ არქიტექტურულ ორდერში ანტაბლემენტს აქვს განსხვავებული პროპორციები და პლასტიკურად სხვადასხვანაირად მუშავდება. კლასიკურ არქიტექტურულ ორდერებში (დორიული, იონიური, კორინთული) სხვადასხვაგვარია. ძველრომაულ და აღორძინების არქიტექტურაში ანტაბლემენტის სიმაღლე, როგორც წესი, სვეტის სიმაღლის 1/4-ია.