დორიული ორდერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დორიული ორდერი

დორიული ორდერი − (ინგლ. doric order), არქიტექტურული ორდერი, რომელიც შეიქმნა დორიდაში (დორიდა – ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი პროვინცია) ძვ. წ. VI საუკუნეში; მისთვის დამახასიათებელია ფორმათა უბრალოება და პროპორციულობა.

დორიული ორდერის კლასიკური ნიმუშებია პართენონი ათენის აკროპოლზე (საბერძნეთი), ჰერას და ათენას სახელობის ტაძრები პესტუმში, ყოფილ პოსეიდონიაში (იტალიის რესპუბლიკა). სვეტი ზევით თანდათან ვიწროვდება და შვეული კანელურებით არის დაღარული, შუა ნაწილი კი გამსხვილებულია (ენტაზისი). სვეტს კაპიტელი ეყრდნობა, რომლის სიმაღლე, საყრდენთან სვეტის ტანის ნახევარია და მისი სამივე ნაწილი ერთნაირი სისქისაა. მას მოსდევს ქვის კოჭიარქიტრავი, ტრიგლიფებითა და მეტოპებით დანაწევრებული ფრიზი და შემდეგ კარნიზი. არსებობს დორიული ორდერის რომაული ტიპი, რომელიც ბერძნულის გამარტივებული სახეობაა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები