ლურჯი ოქრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:58, 20 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლურჯი ოქრო − ოქროსა და ინდიუმის შენადნობი. შეიცავს 46,2% ოქროსა (დაახლოებით 11 კარატი) და 53,8% ინდიუმს, რომლებიც წარმოქმნიან ინტერმეტალიდს AuIn2. მისი ფერი მორუხო-ლურჯია. თუ შემადგენლობაში ავიღებთ 58,5% ოქროსა (14 კარატი) და 41,5% გალიუმს, მივიღებთ მოლურჯო ფერის ინტერმეტალიდს AuGa2. ნაკეთობის ზედაპირზე ლურჯი ფერის ჟანგის ფენის მიღება შესაძლებელია, აგრეთვე, შენადნობში რკინისა და ნიკელის გამოყენებით (ოქრო 75%, რკინა 24,4% და ნიკელი 0,6%; თერმოდამუშავების ტემპერატურა – 450-600°С).