კლდის იასამანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:20, 20 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Kldisiasamani.PNG

კლდის იასამანი - Kentranthus longiflorus Steven

ქართლ. – კლდის ყვავილი

კლდის იასამანი ეკუთვნის კატაბალახასებრთა ოჯახს. ქართლის, მესხეთისა და იმერეთის ბარში, კლდის ნაშალსა და ქვიან ფერდობებზე იზრდება. განსაკუთრებით ხშირად თბილისის მისადგომებში გვხვდება, სადაც კლდის ნაშალი და ქვიანი ადგილები იშვიათი არ არის. კლდის იასამანი მრავალწლოვანი მცენარეა. ჩვეულებრივ, ერთი ფესვიდან რამდენიმე ღერო აქვს ამოტანილი. ღერო სწორმდგომია, ღრუიანი და შეუბუსავი. სიმაღლით 80 სმ-ს აღწევს, უფრო ხშირად კი – 35-60 სმ-ს.



წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები